ტესა

TEchnic Shop Area

მსხვილი და წვრილი ტექნიკის ონლაინ მაღაზია

სამომავლო გეგმები

ჩვენ ვცდილობთ მაქსიმალურად დაგეხმაროთ სასურველი პროდუქტის პოვნაში შესაბამის ფასად, რა თქმა უნდა, მისამართზე მიწოდებითა და გარანტიით. გვსურს, რომ არ გაგიჩნდეთ ეჭვი და თქვენი ნდობა სრულად გავამართლოთ.

საგარანტიო მომსახურება

საგარანტიო მომსახურება მოიცავს შემდეგ პირობებს:

  1. გაითვალისწინეთ, რომ საგარანტიო ვადის ათვლა იწყება მიღება-ჩაბარების გაფორმების დღიდან
  2. საგარანტიო მომსახურების მისაღებად უნდა დაგვიკავშირდეთ მითითებულ ნომრებზე
  3. თუ ვერ ხერხდება ნივთის შეკეთება ორმოცდაათი (50) დღის განმავლობაში, ნივთი ექვემდებარება შეცვლას.

პროდუქტის უკან დაბრუნება და შეცვლა :

  1. პროდუქტის უკან დაბრუნება ან შეცვლა შესაძლებელია : მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პროდუქტის მახასიათებლები არ ემთხვევა საიტზე არსებულ ტექნიკური მახასიათებლების აღწერასა და მის ვიზუალურ მხარეს. პროდუქტის შეცვლა ან უკან დაბრუნება შესაძლებელია მისი შეძენიდან შვიდი ( 7 ) სამუშაო დღის განმავლობაში.
  2. მაღაზია არ იბრუნებს და ცვლის პროდუქტს იმ შემთხვევაში, თუ ნივთი აღარ მოგწონთ, საჭიროდ აღარ მიიჩნევთ მის ფლობას, არ ამართლებს თქვენს მოლოდინს და სხვა მსგავსი მიზეზების გამო.
  3. კომპანია არ იბრუნებს და ცვლის ნივთს იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელმა, მისი მიღება-ჩაბარებისას, არასათანადოდ შეამოწმა პროდუქტი და მას აღენიშნება მექანიკური დაზიანება, არ ემთხვევა საიტზე წარმოდგენილ ფოტოს ან არ აქვს სრულად წარმოდგენილი კომპლექტაცია.
  4. ნივთი არ ბრუნდება იმ შემთხვევაში თუ დაზიანებულია შეფუთვა, აკლია ინსტრუქცია(ასეთის არსებობის შემთხვევაში), ნივთს აღენიშნება გარეგანი მოხმარების კვალი, დაშლილია თვითნებურად, შეცვლილია სხვა პროდუქტით.

ნივთი არ ექვემდებარება საგარანტიო მომსახურებას, თუ :

  1. ამოწურულია საგარანტიო ვადა.
  2. სერიული ნომერი არ ემთხვევა მომხმარებლის მიერ შეძენილ პროდუქტს
  3. ნივთს აღენიშნება მექანიკური, თერმული ან წყლის მიერ მექანიზმში შეღწევისაგან გამოწვეული დაზიანება.
  4. პროდუქტის კომპლექტაცია არ არის წარმოდგენილი სრულყოფილად.
  5. ნივთი დაზიანდა არასწორი ექსპულატაციის გამო.
  6. თუ ნივთი არ არის საწარმოო ან კომერციული დანიშნულების და დაზიანდა კომერციული დანიშნულებით გამოყენებისას.
  7. პროდუქტის დაზიანება გამოწვეულია ელექტრო გაუმართაობით.
  8. ნივთი შეკეთებულია ან ,,გახსნილია” თვითნებურად ან არაოფიციალური სერვისცენტრების მიერ.
  9. ნივთი დაზიანდა მესამე პირის მიერ არასწორი მონტაჟის ან ჩართვის დროს. არ იქნა გათვალისწინებული სამომხმარებლო ინსტრუქციაში არსებული საექსპულატაციო პირობები.

    1. აქსესუარებზე (მათ შორის: ელემენტი, აკუმულატორი, თავაკი, ყურსასმენი, დამტენი მოწყობილობა და სხვა) არ ვრცელდება საგარანტიო პირობები.
    2. გაითვალისწინეთ : საგარანტიო პირობა ვრცელდება პროდუქტის ძრავსა და მის შემადგენელ ნაწილებზე.

    გთხოვთ ყურადღებით გაეცნოთ საგარანტიო მომსახურების პირობებს, რათა მომავალში თავიდან აირიდოთ მოსალოდნელი გაუთვალისწინებელი უსიამოვნებები.

     

    სიყვარულით, ტესა !


Deprecated: Function _register_controls is deprecated since version 3.1.0! Use Elementor\Controls_Stack::register_controls() instead. in /home/ffrvopmn/public_html/wp-includes/functions.php on line 5453

Deprecated: Function Elementor\Controls_Stack::_register_controls is deprecated since version 3.1.0! Use Elementor\Controls_Stack::register_controls() instead. in /home/ffrvopmn/public_html/wp-includes/functions.php on line 5453
X